ავტორები:
/
“ლიბერალი”
უ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ გაფიცული კაზრეთელი მუშებისა და მათი მხარდამჭერების ხმა ისმოდა, აპრილში პროტესტის ტალღამ სოფელ ტანძიაში გადაინაცვლა. უკმაყოფილებას კვლავ ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG იწვევს.
ქალაქ ბოლნისის ცენტრიდან 20 წუთში, დიდი მწვანე ველების გავლით, სადაც თავსაფრიანი ქალები ბახჩებს უვლიან, სწორედ ამ პატარა სოფელში – ტანძიაში მოხვდებით. დღეს აქ აპრილში დაწყებული პროტესტის კვალია შემორჩენილი – „არა ბუნების განადგურებას!“, „ფულზე არ ვიყიდებით!“, „არა ადამიანების სიცოცხლის მოსპობას, ისტორიული ძეგლების განადგურებას!“, – ამ შინაარსის წარწერებიანი ტრაფარეტი სწორედ იმ გზაჯვარედინთან დგას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ადგილობრივებს ჰქონდათ გადაკეტილი. ტანძიელები „ბნელი ხევისკენ“ მიმავალ RMG-ის მძიმე ტექნიკას არ ატარებდნენ – კომპანია სოფლის მახლობლად მდებარე ქედზე ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვებას აპირებს.
ტანძიელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ბუნებასთან ჭიდილი. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია. ისინი აქ დაახლოებით 30 წლის წინ, სტიქიის გამო, სვანეთიდან ჩამოასახლეს. მათ ცხოვრების თავიდან დაიწყება მოუხდათ. ახლა კი შიშობენ, რომ მათ მახლობლად მთის ფერდობზე ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები საცხოვრებელ გარემოს დააბინძურებს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას. მაგალითად კი ახლოს მდებარე დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი მოჰყავთ, სადაც წლებია მიმდინარეობს საწარმოო სამუშაოები. ადგილობრივები შიშობენ, რომ ღია კარიერული სამუშაოების შემთხვევაში ქარი ჰაერს დაბინძურებს. საქსტატის მონაცემებით, ქვემო ქართლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავეა.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე