შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა და შპს “მათე 555-მა” საერთო ჯამში 39 057 ლარის სამუშაო შეასრულა.
დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.