ხულოს მუნიციპალიტეტში ნეგოიანი-ბაბანურის წყალსადენის მოწყობა დასრულდა

1406

ხულოს მუნიციპალიტეტში საჯოგიასა და ნეგოიანის წყალსადენის კვეთიდან ბაბანური-ხულოს წყალსადენის ქსელის სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მოწყობა დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მისი მიმდებარე სოფლების ნაწილის მომარაგებაა გათვალისწინებული. პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 368 993 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008-მა” განახორციელა.

ამასთან, მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში მთა საჯოგიადან ბაბანურის სათავე ნაგებობამდე არსებული წყალსადენის მაგისტრალის სრული დატვირთვა მოხდება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხს.