ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს (ვიდეო)

752

წინა სტატია

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“ გაიხსნა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ღონისძიებაში 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 150-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს. ისინი ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, როგორც ბიზნესი და შემოსავლის წყაროს, ინოვაციური სერვისებს, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს და ქართული სტუმართმასპინძლობას.

ამასთან, კონფერენციაზე 31-მდე პრეზეტაცია გაიმართება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება.