რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება

750

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გრანიტი,“ რუსთავში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობას ააშენებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 411,411,00 ლარია. მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედს გამოთქვამს, რომ სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და მშენებლობაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს რუსთავში, 13 018 108 ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.