მესტიის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

875

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს და ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ინგორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მათ მერიის წარმომადგენელი უკვე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. ჟორჟოლიანის თქმით, მოსახლეობა დაშლას არ აპირებს და გზა ამ დრომდე გადაკეტილია.

“ამ კომპანიას ორი წლის განმავლობაში გზის რეაბილიტაციას უნდა განეხორციელებინა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოხდა. უკვე მეორე აქციაა. ერთი კვირის წინათ იყო აქცია და მე შევხვდი მოსახელობას და ვთხოვე გაეხსნათ გზა. კომპანიამ ერთი კვირის წინ ამოიყვანა ტექნიკა, ახლა მობილიზებას ვახდენდით, მაგრამ მოსახლეობა მაინც გამოვიდა და მაინც გადაკეტა გზა. არ სჯერათ, რომ რამე გაკეთდება, იმიტომ რომ ორი წელიწადი იმის მოლოდინში იყვნენ, რომ რამე გაკეთდებოდა. კომპანია დღეს უკვე დაიწყებს მუშაობას“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციას კომპანიას “ჩელიაბინსკი“ ახორციელებს.