შუახევში ბაღის ახალი სკამები დადგეს. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკამები ავტოსადგურის ტერტიტორიაზე, კულტურის სახლის ეზოში და მერიის მიმდებარე სკვერებში დაიდგა.
მერიის ცნობით, ძველ სკამებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქუჩებში განთავსდება.
“22 სკამის დამზადებისთვის 7 942 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ლიკო – 1-მა“ შეასრულა”, – აცხადებენ მერიაში.