მარტვილში შიდა საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

775

მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდა საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია წერეთლის, ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, დადიანის და კალინინის ქუჩებს ჩაუტარდებათ და ჯამში 3 500 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, პროექტი ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებსა და ეზოს შესასვლელებში.

მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს და სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.