დუშეთის სოფელ ჩირდილელიანთკარსა და გრიგოლაანთკარში ახალი წყლის სისტემა მოეწყობა

1433

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების- ჩირდილელიანთკარისა და გრიგოლაანთკარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტით წყლის რეზერვუარის მშენებლობა და სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს “ბილდინგ დეველოპერი” ასრულებს. როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.