ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი მიმდინარეობს

1106

ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს ატარებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ვაკანტურ ადგილებზე დღეს ტესტირების ეტაპი მიმდინარეობს და 20 თავისუფალ  ადგილზე 560 კანდიდატი იბრძვის. ვაკანტურია  დირექტორის- ერთი, უფროსი აღმზრდელის -ერთი და 18 აღმზრდელის პოსტი.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მსურველებმა გაიარეს რეგისტრაცია, შემდეგ კი განცხადებების გადარჩევა მოხდა. ხოლო, მესამე ეტაპზე კონკურსანტებს ტესტირება უტარდებათ. მინიმალური ზღვარის გადალახვის შემდეგ კი გასაუბრება გაიმართება.