სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1764

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მერიის ცნობით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 060 ლარი დაიხარჯა. ამჟამად კი საექსპოზიციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მუზეუმის გახსნამდე მომღერლის მონუმენტის განახლება, ასევე, ბაღის კეთილმოწყობაც იგეგმება.

“2008 წლიდან სარაჯიშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატები, შენობის გაყიდვის გამო, სანდრო მირიანაშვილის სახელობის მუზეუმში განათავსეს, რაც მუშაობისთვის და ვიზიტორების მიღებისთვის შემაფერხებელი იყო”, – აცხადებენ მერიაში.