კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო სივრცეები მოეწყობა

519

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო სივრცეები მოეწყობა. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც მერიის მიერ შერჩეული კომპანია შპს “ექსიმ მეიდი” ჩაატარებს.

სამუშაოებისთვის გამოყოფილია 56 900 ლარი. არსებული ინფორმაციით, საქანელები, ტირები და სხვა ატრაქციონები შემდეგ 4 სოფელში დამონტაჟდება:

  • ბორტა
  • გამდლისწყარო
  • მრგვალიჭალა
  • თეძმისხევი