ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ახლადმოწყობილი სკვერი წყლით იტბორება

733

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან ახლადმოწყობილ სკვერში, ბიუეტის ონკანიდან გადმოსული წყალი მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მშენებლმა კომპანიამ 12 სექტემბერს დაასრულა. მას შემდეგ ახალი დაგებული ფილები პერიოდულად იტბორება. მიზეზი ისაა, რომ სკვერის შესასვლელში მდებარე ბიუეტზე დამაგრებულ ონკანს ჩამკეტი არ აქვს და როცა წყალი დიდი წნევით მოდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუბდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ბიუეტს ნახავენ და შეაკეთებენ.

ახალციხეში თამარაშვილის N25–სა და პოლიციის შენობის მიმდებარედ არსებული სკვერების სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის 27 900 ლარი დაიხარჯა.