პანკისის ხეობაში ახალი ამბულატორია გაიხსნა

818

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ახალი ამბულატორია გაიხსნა.

მერიის ცნობით, ახალგახსნილი ამბულატორია პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

მათივე ინფორმაციით, ამბულატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დასაქმდებიან.

“ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით”, – აცხადებენ მერიაში.