ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი №2 საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიის ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულების შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, მთლიანად ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 100 ათასი ლარი შეადგინა.
საბავშვო ბაღის გახსნას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილთან და მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
“იმედი გვაქვს ჩვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ საბავშო ბაღში შექმნილი გარემო, რაც სასწავლო პროცესს და მათ სწავლა-განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა.