კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები მოეწყობა. ინფორმაციას მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ორივე რეგიონისთვის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანგარიში უკვე მზადაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს.
ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში საქართველოს მთავრობას გერმანიის განვითარების ბანკი ეხმარება.
რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის შემდეგ, ამ რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.