ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

1274

თავდაპირელად აქციის მონაწილეებს მერის კაბინეტთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ისინი დაცვის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პროტესტის ნიშნად კარები გადაკეტეს.

გიორგი გაბრიჭის თქმით, მახათაძის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ მერს დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

“ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით”, – განაცხადა დავით გოგლიჩიძემ.