კარგი ამბებია წნორში – “ცოდნის კაფეს” პენსიონერებმა პენსიონერთა ასოციაციის შექმნა გადაწყვიტეს. იდეა ერთ-ერთი ქალბატონის – ეთერი ბებოს დაბადების დღეზე დაებადათ.
ხანდაზმულები იმ პენსიონერების დასახმარებლად გაერთიანდნენ, რომელთაც მატერიალურად უჭირთ, ან მორალური თანადგომა სჭირდებათ – ასე დაიბადა პენსიონერთა ასოციაციის შექმნის იდეა.
“ცოდნის კაფეს” ბებიები და პაპები უკვე შეუდგნენ ასოციაციის პროგრამის წერას, დააკომპლექტეს ოჯახებში მონახულებისა და სამუშაო ჯგუფები, გადაწყვეტეს, თავიანთი პენსიიდან, ვისაც რამდენის შესაძლებლობა ექნება, თანხა ყოველთვიურად შეიტანონ პენსიონერების ფონდში და ასე დაეხმარონ მათ, ვისაც უფრო უჭირს.