ხელვაჩაურის საკრებულომ ზონებს სტატუსი შეუცვალა

762

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელეს. ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, განხორციელებული ცვლილების თანახმად ხარჯვითი ნაწილი 1 665746 ლართ განისაზღვრა.

გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგი ინფრასტურქტურული პროექტების განსახოციელებალდ გადანაწილდა: სოფელ თხილნარში ე.წ მინდია აბაშიძის ქუჩის სამანქანე გზის რეაბილიტაციისათვის 104 636 ლარი გამოიყო; ამხანაგობის მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად 53 000 ლარი დაიხარჯება; სოფელ მახოში არსებულ სტადიონზე ხელოვნური საფარის მოწყობად კი 20 000 ლარი; 26 577 ლარით რეაბილიტაცია ჩაუტარდება უკვე არსებულ გარე განათებას სოფელ განთიადში.

სხდომაზე დეპუტატებმა კორექტირებული სივრცითი მოწყობის გეგამზე იმსჯელეს, განკარგულების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენება ხდება.

ამ დოკუმენტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამტკიცებულია შემდეგი ფუნქციური ზონები: ცენტრალური ზონა-(საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. 1) საცხოვრებელი ზონა-3, სამრეწველო ზონა, სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორია (სასოფლო-სამეურნეო ზონა, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა და სპეციალური ზონა (სასაფლაოს ტერიტორია). საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო გახდა აღნიშნული ზონების კორექტირება. კერძოდ, სოფელ წინსვლაში მდინარე ყოროლისწლის მიმდებარე და სოფელ სალიბაურის ცენტრალური ზონის ნაწილი შეიცვლება სამრეწველო ზონად. ასევე სოფელ მახინჯაურში სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიის ზონა შეიცვლება საცხოვრებელ ზონად.