ახალციხის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან დამატებით 262 502 ლარი გამოეყო

790

ახალციხის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოყოფილ 262 502 ლარს, სვირის გზის მოასფალტების დასრულებისთვის გამოიყენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე განმარტავს, 2018 წელს ახალციხემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 5 371 013 ლარი მიიღო.

„მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის განკარგულების საფუძველზე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოგვეცა 262 502 ლარი, ამას დაემატება ტენდერებიდან მორჩენილი თანხაც და ჯამში 456 000 ლარით სვირი–ბოგა–ტატანისის გზის მოასფალტება დასრულდება“, – ამბობს გელა ნოზაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 20 431 013 ლარია.

ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი დღეს, 25 ივლისს უყარეს.