კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასალის ქუჩის N32-ში, საბავშვო სივრცის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები განთავსდება, ხოლო 65 კვ.მ-ზე კაუჩუკის საფარი დაიგება. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, 200 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილებით მოეწყობა, ხოლო, 45კვ.მ-ზე დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება.
“სამუშაოებს, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს, შპს „კგა“ მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს”, – აცხადებენ გამგეობაში.