წყალტუბოში კამპანია “ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი” იწყება

786

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წყალტუბოში კამპანია “ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი” იწყება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის გალამაზებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩართულობისაკენ მოუწოდა.

პროექტის თანახმად მოქალაქეებს, რომლებსაც ქალაქის ტერიტორიაზე გააჩნიათ კერძო საკუთრება (მაღაზია, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა) შესაძლებლობა ეძლევათ მუნიციპალიტეტის დახმარებით მოაწესრიგონ თავიანთი ობიექტი და მიმდებარე ტერიტორია. მესაკუთრეთა დაინტერესებისა და ჩართულობის შემთხვევაში მათ დაეხმარებათ ადგილობრივი თვითმმართველობა.

“აღნიშნული იდეა მოწონებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის მიერ”, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული მისამართზე Tskaltubo.sakrebulo@gmail.com-ზე ან წყალტუბოში, რუსთაველის ქ. N27-ში შეგიძლიათ.