ვალეში სამედიცინო პუნქტი გაიხსნება

793

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში, სასაზღვრო ჯარების კომენდატურის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიდმინარეობს. შენობაში რეაბილიტაციის შემდეგ “ჯანმრთელობის სახლი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შენობის რეაბილიტაციისთვის ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 735 ლარი დაიხარჯება.

ამ ეტაზპე შენობაში რკინა–ბეტონის კონსტრუქციები ეწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ “ჯანმრთელობის სახლში“ ვალის ოჯახის ექიმები იმუშავებენ და მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობას გაუწევენ. აქვე განთავსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც.