ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად სასტუმროს მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 28 400 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ურეკში ბანაკი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების 150 მოსწავლეზე. მოზარდები კურორტზე ჩავლენ ორ ნაკადად. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სასტუმროში დაბინავების მომსახურება, სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი). მომსახურება შემსყიდველს 25 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე უნდა გაეწიოს.