სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ჩაუტარდება

1835

სურამში ზინდისის დასახლებაში მდებარე ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაუატარდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მუზეუმი სხვა მუზეუმებთან ერთად, კვლევის ნუსხაში ჩასვეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას (ლარისა კოვაჩი) მუზეუმი 1952 წლიდან გახსნილია თავად ნიკოლოზ აბაზაძის სახლში.

ლესია უკრაინკამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლებში მეუღლესთან ერთად საქართველოში გაატარა. იგი მძიმე ავადმყოფობის გამო წაიყვანეს სურამში. 1913 წლის 9 ივლისს სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად აპავების სახლში დაბინავდა ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში, პოეტს უვლიდნენ დედა-ოლენა პჩილკა, დები – ოლგა და დორა, ექიმ პაშიკოს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა იქაური მცხოვრები სოფიო ცუცქირიძე. პოეტი 1913 წლის 19 ივლისს (1-ლ აგვისტოს) გარდაიცვალა.

რაც შეეხება აბაზაძის სახლს, ნიკოლოზ აბაზაძე (ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი) გარდაიცვალა 1931 წელს. მისი ოჯახი მანამდე გაკულაკებული იყო, შემდეგ დააბრუნეს. სახლ-კარი კომუნისტებმა ჩამოართვეს. 1952 წელს მწერალ გიორგი ლეონიძის თაოსნობით ამ სახლში ლესია უკრაინკას მუზეუმი გაიხსნა.