ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 6 თვეში სოციალური პროგრამებისათვის 605 883 ლარი დახარჯა

554

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 6 თვეში სოციალურ პროგრამებისათვის 605 883 ლარი დაფინანსება გასცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ნახევარი წლის ანგარიშის მიხედვით, ამ თანხიდან 282 055 ლარით, 713 მოქალაქის სტაციონარული მომსახურეობა დაფინანსდა. 92 178 ლარი კი 506 მოქალაქის მედაკამენტებით მკურნალობისათვის გამოიყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ლიპარტიას განცხადებით, მოქმედი 16 პროგრამის მიხედვით, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს, ასევე სხვადასხვა კატეგორიის პირებს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, სოციალური პროგრამების მიხედვით, ჯამში 2 160 მოქალაქე დააფინანსა.