რა ცვლილებებია მოსალოდნელი თვითმმართველობებში

766

ცვლილებებია მოსალოდნელი თვითმმართველობებშიც. თბილისის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი ეყოლება და ის მერი იქნება.

ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

არგუმენტად მერის და გამგებლის ფუნქციების დუბლირება და გაზრდილი ხარჯები სახელდება. გეგმის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებში მერიის და გამგეობის შერწყმა მოხდება,

გაერთიანდება ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და გაიზრდება საკრებულოების როლი.  ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. თვითმმართველი ქალაქის იდეა აზრს კარგავს -ასეთია ოპოზიციის არგუმენტი.