ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

803

ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ქალის როლი წყალმომარაგების სექტორში და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა ადგილობრივ ქალებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო. საინფორმაციო კამპანიას, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼-ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან. საინფორმაციო კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება – რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროექტები და კომპანიის ძირითადი საქმიანობაც გააცნეს.