ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარობს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, სკვერში ბორდიურები და დეკორატიული ფილები მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულბა, დაახლოებით, 50 000 ლარია. სკვერის განახლებაზე, მუნიციპალიტეტის დსაკვეთით შპს „აკაია“ მუშაობს.
“სკვერის რეაბილიტაციის გარდა, დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩა N49 – ის შიდა ეზოს მოწყობა ასფალტის საფარით. ამასთან, ასფალტი დაიგება ცენტრალურ შესასვლელშიც”, – აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.