შუახევის მუნიციპალიტეტში, ბესელაშვილებში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაეგო და მოეწყო დამცავი ზღუდარები.
მიმდინარე ინფრასტრუქტურაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ი/მ გივი ზოიძე აწარმოებს. დასრულებული პროექტით ორი სოფლის ბესელაშვილების და დაბაძველის მოსახლეობა ისარგებლებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.