წალენჯიხის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

710

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, გია ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ პოსტები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. გამგებელმა არ იცის, უკავშირდება თუ არა მათი გადაწყვეტილებები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში 14 მაისის ავტოავარიას, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან გია ლუკავა იჯდა, ავტომობილში იმყოფებოდა თენგიზ ფიფია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გია ლუკავა ქუთაისის საავადმყოფოში რჩება, თენგიზ ფიფია სახლში მკურნალობს.

წყარო: იმედინიუისი