მარნეულში №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

885

ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა 6 ივლისს დაიწყო და მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში დასრულდება. სკოლა გათვლილია 196 ბავშვზე, რომლისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს.

სამშენებლო სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

“ინფრასტრუქტურული პროექტის მოსანახულებლად ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და სკოლის ადმინისტრაცია.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად და ერთ–ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.