2018 წელს ქუთაისში ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, მათ მშენებლობაზე 7 ნებართვა გაიცა

905

წინა სტატია

ივნისის დასაწყისში, ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც აკვირდებოდა. მერიის ცნობით, თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა ავტოფარეხის დემონტაჟი მოსახლეობის მოთხოვნის შემდგომ  დაიწყო. მერმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება კარგი ინიციატივაა.

გამოცემა “ნიუპრესი” დაინტერესდა, რამდენად ამბობს მოსახლეობა ავტოფარეხებზე უარს და როგორ აკონტროლებს მერია მშენებლობას.

გამოცემის მიერ ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქუთაისის მასშტაბით, ავტოფარეხის და ე.წ. დამატებითი სათავსოს მშენებლობაზე შვიდი ნებართვა გაიცა. ჯამში, 204.1 კვ. მ ფართობი. შენობები ძირითადად მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში, რეკრეაციული ზონების ნაცვლად ეწყობა.

“ნიუპრესის” ცნობით, მერიამ სრულად არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, ჩამონათვალში არ მოხვდა სულხან-საბას #43 ბინაში მიმდინარე მშენებლობა, რომელიც მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი გახდა. აღნიშნულ ბინაში მცხოვრებთა ნაწილი ეზოში მშენებლობას ეწინააღმდეგება და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. მერიაში ადასტურებენ, რომ ადგილზე ნებართვა გაცემულია, თუმცა რატომ არ მოხვდა, ის გამოცემის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში, მერიაში ვერ პასუხობენ.

გამოცემა ასევე დაინტერესდა, რა შემთხევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელიც მეტწილად რეკრეაციული ზონის ხარჯზე შენდება და გაიზარდა თუ არა კაპიტალური ავტოფარეხების მშენებლობა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ მერია ნებართვას ამხანაგობის 100%-აინი თანხმობის წარმოდგენის შემდეგ გასცემს, მაგრამ ამასთან ხდება მონიტორინგი ხომ არ ხდება მშენებლობა სარეკრეაციო ადგილში.