ქუთაისში ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

529

ქუთაისის მერიამ ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. მერიის ცნობით, ბუხაიძის N 25 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააკმაყოფილა. მოსახლეობამ კორპუსის ეზოში განლაგებული ძველი ავტოფარეხების აღების სურვილი გამოთქვა. მერია ავტოფარეხების ადგილას მინისტადიონს მოაწყობს. 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქალაქში ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის მეტი მოედანი სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.