პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
“გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება”, – განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი