ქარელის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1037
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა  სოფლების: ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და მოხისი-კოდავარდისუბნის გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტები  რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი ადგილობრივი მნიშვნელობის  გზა,  ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოოფელს(ზემო ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) ემსახურება. რაც შეეხება, მოხისი-კოდავარდისუბნის 5 კმ-იან გზას, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი  მუნიციპალიტეტის 3 სოფლის  2100 მოსახლეს, მათ შორის სოფელ მოხისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ემსახურება.