ქალაქ სიღნაღის ცენტრში, გზირიშვილის ქუჩაზე, მერიის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა ხეები გაკაფეს და ტოტები ძირში მოჭრეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, მოჭრილი ტოტების დიდი ნაწილი გამხმარი იყო და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა მათი გაკააფვის შემდეგ საღი ტოტების მოჭრაც გადაწყვიტეს. ბატიაშვილის განმარტებით, ხეებზე საღი ტოტების დატოვება გამოიწვევდა მათ არასწორად გაზრდას, რომელიც ქალაქის იერსახეს დაამახინჯებდა.
“ხეებს გამხმარი ტოტები ჰქონდა, ძირს იყრებოდა ფეხით მოსიარულეებს სერიოზულ საფრთხეს უმქნიდა. ძალიან ცოტა იყო საღი ტოტი, რომელიც ულამაზოდ გამოჩნდა. რომ დაგვეტოვებინა, ძალიან ცუდი იქნებოდა და ისინი არასწორად გაიზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაბელვის პროცესი დაგვიანებული იყო, მაგრამ მისი გაახალგაზრდავებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო გახდა გადაბელვა. ხეები დამუშავდება ანტისეფტიკური ნივთიერებებით. შესაბამისად ხეენს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.
ადგილობრივები ხეების გაკაფვის პროცესს მკვეთრად უარყოფითად აფასებენ.