ბაღდათში ბაგა-ბაღების თანამშრომლების ატესტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” შალვა დათუაძე მიიჩნევს, რომ ატესტაცია ბაგა-ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისთვის ტარდება. ამის შესახებ დათუაძემ ბაღდათის საკრებულოს სხდომაზე თქვა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
დათუაძის თქმით, ატესტაციის მიზანია, სამსახურიდან გაათავისუფლონ მათთვის პოლიტიკური ნიშნით არასაიმედო ადამიანები, ხოლო მათ ნაცვლათ თავიანთი პარტიული აქტივი დაასაქმონ. ამასთან, დათუაძე უსამართლობად მიიჩნევს ბაღის პედაგოგების ზაფხულის საშვებულებო ხელფასის გარეშე დატოვებასაც.
“ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ივლისში შეუწყდათ ხელშეკრულებები. ახალი ხელშეკრულებები კი ახალი სასწავლო წლიდან გაუფორმდებათ. შედეგად ეს ადამიანები ორი თვის ხელფასს კარგავენ და ზაფხულს საშვებულებო ხელფასების გარეშე გატარება მოუწევთ”, – განაცხად დათუაძემ.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე თანამშრომლების პოლირიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
“პოლიტიკური ნიშნით რომ არ მოხდეს თანამშრომლების შერჩევა, ამიტომაც იმართება ატესტაცია და არა გასაუბრება. ატესტაცია უნდა ჩატარდეს, რათა ამაღლდეს ხარისხი მაწავლებლების, რომლბებსაც ბავშვებთან უწევთ მუშაობა”-განაცხადა მშვილდაძემ.
რაც შეეხება პედაგოგების 2 თვით უხელფასოდ დარჩენას, მისი თქმით, თუ ვინმეს ეს პროცესი უსამართლოდ მიაჩნია, შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ.