ბათუმის მერია მოსახლეობიდან ნაგვის გადასახადის ამოღებას გაამკაცრებს. სავალდებულო გადასახადს ამ დროისთვის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ბათუმის მერიაში გამატავენ, რომ ამ დრომდე მოსაკრებელი მოქალაქეებისა და კომპანიების კეთილ ნებაზე იყო, სანდასუფთავების სამსახური კი მწირი რესურსის გამო გადასახადის ამოღებას ვერ ახერხებდა.
რეორგანიზაციისას მოსაკრებლის გადახდის სამსახური შეიქმნა, რომლის თანამშრომლებიც უშუალოდ გადამხდელებთან მივლენ.
მოქალაქეებს არსებული დავალიანების გადახდა ერთდროულად ევალებათ, თუმცა მერიაში მიმართვის შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მოქნილი გრაფიკი შედგენის საშუალება მიეცემათ.