კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ის N26 კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად დაისხა ბეტონის საფუძველი, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. ასევე, განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები კი სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.
“რაიონში სპორტული მოედნებისა და სატრენაჟორო სივრცეების გახსნა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
ზემო ფონიჭალის სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, რომლითაც მოსახლეობა უკვე სარგებლობს, გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარი დაიხარჯა.