პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილის რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მისი თქმით, აქვს ნანახი ძველი სურათები და იცის, თუ როგორი განსაკუთრებული ხიბლი ქონდა ქალაქს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეკონსტრუქცია, განახლება, რომ ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში”, – აღნიშნა პრემიერმა.