ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობაში 60 000 ლარს დახარჯავს. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მერიამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება კომპანია “მაგთიკომთან” გააფორმა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის მარტიდან მომავალი წლის 31 იანვრამდე კომპანიამ სატელეფონო მომსახურეობა უნდა უზრუნველჰყოს. თვის განმავლობაში მერიას სატელეფონო მომსახურეობა დაახლოებით 5 000 ლარი უჯდება.
ამ დროისთვის კომპანიის ანგარიშზე დარიცხულია დაახლოებით 18 000 ლარი. 2017 წელს აღნიშნულ მომსახურეობაზე 65 000 ლარი დაიხარჯა.