ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობიტ, ამ ეტაპზე ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნული პროექტი თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციასაც მოიცავს. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი.
პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
“ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.