UNICEF: ბაღის აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია

923

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური და სოფლად მცხოვრების ბავშვების 30%-დან 50%-მდე სკოლამდელი განათლების მიღმა რჩება. 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით კი აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52.2%-ში სკოლამდელ დაწესებულებებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ აქვთ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

“ხარისხიანი სკოლამდელი განათლების” მოდელის შესახებ კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა, მთავრობასთან ერთად, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ბაღების ხელმისაწვდომობასა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას უკავშირდება.

“სკოლამდელი განათლების პრობლემა უკავშირდება პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას. 57 გამოკითხული მუნიციპალიტეტიდან 44%-ს პერსონალისას არ გააჩნია არავითარი განათლება, ან გააჩნიათ ისეთი განათლება, რომელსაც სკოლამდელ განათლებასთან კავშირი არ აქვს. გამოკითხული დირექტორების 50%-ს არ აქვს ცოდნა და კვალიფიკაცია იმის შესახებ, თუ რა არის ადრეული და სკოლამდელი განათლება და როგორი სერვისები და პროგრამები უნდა იყოს დანერგილი იმისათის რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის განვითარება, განათლება და მზაობა სკოლისთვის.“ – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე.