ქედის მუნიციპალიტეტში ცივასულა-აგარა-ქვედა აგარის მიმართულებით გზის 3,2 კმ ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურებით, ბეტონის საყრდენი კედელი, გაბიონი და პარაპეტები მოეწყო. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობაც დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 880 000 ლარი დაიხარჯა.
“ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია: 12,730 კმ ასფალტობეტონის საფარის, 2 ახალი ხიდის, 34 ხელოვნური ნაგებობის, 8000 კუბ.მ. ბეტონის საფარის, 6 მიმართულებით რკინა ბეტონის კიუვეტისა და 11,661 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის მშენებლობა-მოწყობა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
“ქედის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის გამოყოფილია 10 217 599 ლარი”,-აცხადებენ მერიაში.