გოგა გულორდავას თქმით, ქვეყანაში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის საკითხი გადასახედია. მისი მუნიციპალიტეტებისთვის წალენჯიხასა და ჩხოროწყუსთვის კი გაზიფიცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„სამწუხაროდ დღეს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შედის იმ 8 მუნიციპალიტეტის სიაში, სადაც საერთოდ არ დაწყებულა გაზიფიცირება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ეს არამხოლოდ ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვის მდგომარეობით, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, ასევე, სხვა პოტენციალები ეკონომიკრი განვითარების კუთხით.
ძალიან გთხოვთ ამ ტრიბუნიდან, ამ ორი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროექტი როგორმე ინდივიდუალურ ჭრილში განვიხილოთ“, – მიმართა პარლამენტარმა მამუკა ბახტაძეს.
პასუხად პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირება ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ისინი ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ,
„ის მიმართულება, რომელიც თქვენ აღნიშნმეთ, ეს დაახლოებით 17 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება. დამთავრებულია პროექტი და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საკითხს გავითვალისწინებთ“, – განმარტა პასუხად მამუკა ბახტაძემ.