ლაშა კომახიძე: რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის ბულვარი მერიას დაუბრუნდება

1024

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ზღვისპირა პარკი, ახლო მომავალში, ისევ ქალაქს დაუბრუნდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

წლების წინ, ბათუმის მერიამ ბულვარი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა სამართავად და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უკან ვეღარ დაიბრუნა.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აპირებს ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს.

“ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი – ბულვარი საბოლოოდ გადმოვიდეს მერიის დაქვემდებარებაში. აჭარის მთავრობასთან ერთად ერთნაირი ხედვა გვაქვს, ეს ხედვა იმას გულისხმობს, რომ მერიას დაუბრუნდეს ზღვისპირა პარკი. მერიაში მსხვილი რეორგანიზაცია ჩატარდა, ჯერ ამოცანა გვაქვს, ეს რეორგანიზაცია ჩავამთავროთ და ვიფიქროთ ბულვარის გადმოტანაზე” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.