გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს ქალაქ გარდაბანში შიდა გზების მოასფალტება პრაქტიკულად დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ფონდიდან 1 624 993 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ქვენიფნელი” 1 380 000 ლარად შეასრულებს.
პროექტის მიხედვით მოასფალტდება: ლელაშხას დასახლება, რობაქიძის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ს. ვურგუნის ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩის გაგრძელება, სანაპიროს I და II ჩიხი, ლესელიძის ქუჩა (კორპუსების უკანა მხარე), სტალინის ქუჩის დასრულება, ნიზამის ქუჩა, ხარძიანის ქუჩა (აზიზბეკოვის ქუჩამდე), ტოლსტოის ქუჩის დასრულება (ცენტრალურ გზამდე), ქვ.კაპანახჩის და მინ.საბჭოს შემაერთებელი ქუჩა, მუსიკალური სკოლის უკანა ქუჩა, ა.მუსტაფაევის ქუჩა, ქვ.კაპანახჩის დასახლება, აზიზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა.
მიმდინარე წელს ასევე იგეგმება ქალაქის ცენტრალური გზის გასწვრივ ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს “ტ.ტ” შეასრულებს, მისი ღირებულება 593 802 ლარს შეადგენს.