ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი “დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი” მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გააქტიურებულია შემოსული წინადადებების ხმის მიცემის ფუნქცია, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 17 სექტემბრამდე.
მათივე ცნობით, ყველაზე რეიტინგული წინადადების განხორციელება გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.
ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე.
“გთხოვთ, ფორმის შევსებისას არ მიუთითოთ სხვისი ან ყალბი პირადი ნომერი.
თითოეული მიცემული ხმა გადამოწმდება პირადი ნომრით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მითითებული პირადი ნომრის მფლობელის საცხოვრებელი ადგილი უნდა შეესაბამებოდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებაში შემავალ ტერიტორიას”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.