ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში, ბანიხევის გზის პირველი მონაკვეთის სამუშაოები დასრულდა.
ბორჯომის მერიის ცნობით, ადგილზე 1 400მ სიგრძის რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. ბანისხევის უბანში პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია 1430 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის მოწყობაც.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.